კვლევის ფარგლებში მოქალაქეებს ჰკითხეს შეაფასონ, ბოლო 5 წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა (გაიზარდა; შემცირდა; იგივე დარჩა) სხვადასხვა ორგანიზაციის და ქვეყნის გავლენა საქართველოზე. გამოკითხულთა 53% მიიჩნევს, რომ რუსეთის გავლენა გაიზარდა, 24% მიიჩნევს, რომ იგივე დარჩა, 9% აცხადებს რომ შემცირდა, 14% კი ამ კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს.
NDI-იმ ეს კითხვა მოქალაქეებს ომის დაწყებამდეც დაუსვა, მაშინ გამოკითხულთა 51% მიიჩნევდა, რომ რუსეთის გავლენა ბოლო 5 წელში გაიზარდა. შესაბამისად, ომის ფონზე უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველოზე რუსეთის გავლენა გაიზარდა.
ამ კითხვაზე პასუხები სრულად ასე ნაწილდება:

აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ჩატარდა 2,024 დასრულებული ინტერვიუ.




























