მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საქართველო EU-ს კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს - IRI

636937c9a5de8
თელარა გელანტია
07.11.22 20:54
586
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობის აზრით, საქართველო 2023-ში EU-ს კანდიდატობის სტატუსს ვერ მიიღებს.

კითხვაზე - რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველომ 2023 წელს EU-ს კანდიდატობის სტატუსი მიიღოს, შედეგები ასე გადანაწილდა: 10% - ძალიან შესაძლებელია, 27% - გარკვეულწილად შესაძლებელია, 24% - ნაკლებად შესაძლებელია, 26% - ნაკლებად სავარაუდოა, 13% - არ ვიცი/არ მაქვს პასუხი.



საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას მოქალაქეებს ასევე ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველო სტატუსის მისაღებად აუცილებელ 12-ვე რეკომენდაციას შეასრულებს. უმრავლესობა ამბობს, რომ შესაძლებელია.




კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები