მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამომუშავების შემცირების მიუხედავად, აგვისტოში ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 51%-ს აჭარბებს

ნეგურ

2023 წლის 8 თვეში ენგურჰესის გამომუშავება დაახლოებით 2.7 მილიარდი კვტ.სთ იყო. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გამომუშავება თითქმის 2%-ით არის შემცირებული. 

OMNIA Energy-მ საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მიმოხილვა მოამზადა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის აგვისტოში ჰიდროსადგურების მთლიან გამომუშავებაში ენგურჰესის წილის შემცირების მიუხედავად, 51.3%-ს აღწევს. აგვისტოში 23% წილი ჰქონდათ მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურებს, მცირე ჰესების წილი 5% იყო, ხოლო 10.4% რეზერვუარიან ჰესებს ჰქონდათ. გამომუშავებაში 9%-იანი წილი აქვს ვარდნილჰესის კასკადს, ხოლო ენერგოსისტემაში წარმოდგენილი ერთადერთი ქარის სადგურის წილი 0.5%-ს შეადგენს.

საქართველოს ენერგოსისტემაში წარმოდგენილია ჰიდრო, თბო და ქარის ელექტროსადგურები. ამჟამად დადგმული ჯამური სიმძლავრე 4634.28 მგვტ-ია. აქედან: ჰიდროსადგურები - 3396.18 მგვტ; თბოელექტროსადგურები - 1181.4მგვტ; ხოლო ქარი - 20.7 მეგავატს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები