Galt&Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე პროგნოზირებს, რომ გამორიცხული არაა, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არა მომავალი წლის მეორე ნახევარში, არამედ მარტში შეარბილოს.
მან გადაცემა „ საქმიან დილაში“ განმარტა, რომ მომავალი წლიდან ფასების დინამიკა შემცირდება, რაც მონეტარული პოლიტიკის დაანონსებულზე ადრე შერბილების საშუალებას იძლევა.
„რასაც წლის დასაწყისში დავინახავთ ეს არის ფასების დინამიკის შემცირება. ფასების შემცირების დინამიკამ უნდა გააჩინოს მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკი უფრო ადრე გადავიდეს მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე ვიდრე პროგნოზირებენ, რომ წლის მეორე ნახევარში იქნება. თუ დეკემბერში ერთნიშნა ინფლაცია მივიღეთ და ეს იანვარ-თებერვალშიც გაგრძელდება, მაღალი ალბათობაა, რომ მარტში გამართულ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის შერბილებასთან დაკავშირებით იყოს გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ამჟამად 11.0 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 21 დეკემბერს მიიღო.



























