მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებას - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით X-ის გვერდის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარზე ღრმა იმედგაცრუებას გამოხატავს.

"ჩვენ გამოვხატავთ ღრმა იმედგაცრუებას საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რაც აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ რეპრესიები,"- ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღეს მესამე მოსმენით პარლამენტმა რუსული კანონი მიიღო, მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები