მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გამოწვევებით სავსე დროს მინდა სებ-ის საბჭოში აღმოვჩნდე“ - თურნავა

629dc3e98ab3e
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.22 13:08
902
„გამოწვევებით სავსე და საინტერესო დროს მინდა აღმოვჩნდე სებ-ის საბჭოში“ - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და დღეს უკვე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ნათია თურნავამ განაცხადა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე მან ჟურნალისტებთან იმ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა, რომელიც მსოფლიოში არსებული მძიმე მდგომარეობის ფონზე ეროვნული ბანკის წინაშე დგას და ამ პროცესებში მის წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩემთვის დიდი პატივი, გამოწვევა და კარიერული განვითარებაა, მომეცეს შესაძლებლობა შევუერთდე ჩვენი ქვეყნის მაღალპროფესიონალთა გუნდს როგორც საბჭოს წევრი, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს დამიჭერს. მადლობელი ვარ სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან გამომიცხადა.

ვფიქრობ, დღეს მსოფლიოსთვის, რეგიონისთვის რთული პერიოდია და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის წინაშე ახალი გამოწვევები დგას. ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური პოლიტიკის დეტალური ცოდნა, ის პროექტები, რომლის განხორციელება ჩვენ ეკონომიკურ გუნდთან ერთად მოვახერხეთ, ეს ყველაფერი ეროვნული ბანკის საქმიანობაში ჩემი დადებითი წვლილის შეტანის საშუალებას მომცემს. ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც ჩვენ ვხედავთ და ამას  ეროვნული ბანკიც ეთანხმება - ინფლაციაა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანას დაუდგა. ჩვენი გამკაცრებული, ადექვატური მონეტარული პოლიტიკა არის ის, რაც ინფლაციას პასუხობს და შესაბამისად ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე, დარწმუნებულები ვართ ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. ამ გამოწვევებით სავსე, მაგრამ ძალიან საინტერესო დროს, მინდა აღმოვჩნდე ეროვნული ბანკის საბჭოში, რომ ჩემი წვლილი და სარგებელი მოვუტანო ქვეყანას“, - განაცხადა თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები