მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განადგურებას ექვემდებარება" - სეს-მა ბაზრიდან Picot-ის ბავშვთა კვების პროდუქციის ნაწილი ამოიღო

პიკო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები სარეალიზაციო ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია.

იანვრის დასაწყისში Nestle-ს ბავშვთა კვების პროდუქციაში ტოქსინის აღმოჩენის შესაძლო რისკის გამოვლენისა და პროდუქციის ამოღების შემდეგ, დამატებითი კვლევების ფონზე, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ფრანგულმა მწარმოებელმა „პიკომ“.

საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა „პიკოს“ გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო.

სააგენტოს შესაბამისი სამსახურები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზედამხედველობენ იმპორტირებული ბავშვთა კვების პროდუქტის Picot-ის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის პროცესს. იდენტიფიცირებული პარტიებია:

  • Picot 1 400 გ — 8000003312;
  • Picot 1 800 გ — 8000003297;
  • Picot 2 800 გ — 8000003280.

სეს-ის ინსპექტირების ჯგუფებმა აღნიშნული პარტიები გადაამოწმეს როგორც ქსელურ აფთიაქებში, ისე საბითუმო და საცალო სარეალიზაციო ობიექტებში. შემოწმებული ობიექტებიდან Picot-ის დასახელებული პარტიების პროდუქცია, არსებობის შემთხვევაში, სრულად ამოღებულია და განადგურებას ექვემდებარება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ აღნიშნული პარტიების პროდუქცია იმ შემთხვევაში, თუ ის უკვე შეძენილი აქვთ.

სეს-ის ინფორმაციით, ტოქსინ Cereulide-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო, „ლაქტალის ნუტრიშენ სანტეს“ (LNS) წარმოებული Picot-ის ბავშვთა კვების რძის პროდუქტების კონკრეტული პარტიები ბაზრიდან გამოთხოვას დაექვემდებარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები