მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განახლებადი ენერგიის წილი მომხმარებლის ქვითარში – ახალი რეგულაცია ამოქმედდა

თელმიკოს ქვითარი

აბონენტები მოხმარებულ ელექტროენერგიაში განახლებადი ენერგიის წილს ნახვას შეძლებენ.

თბილისის ელექტრომიმწოდებელმა კომპანია “თელმიკოს” ინფორმაციით, რა წყაროებიდან მიღებულ ელექტროენერგიას მოიხმარს აბონენტი კონკრეტული თვის განმავლობაში, ყოველთვიურ ქვითრებში აისახება. აღნიშნულს ახალი რეგულაცია ითვალისწინებს, რომლის მიზანი განახლებადი ენერგიის წილის გამჭვირვალედ ასახვა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ქვითარში მოცემულ ინფორმაციაში აისახება ენერგიის რომელი წყაროებიდან იყო მიღებული ელექტროენერგია კონკრეტულ პერიოდში. რა წილი ეჭირა ჰიდრო ენერგიას, ბუნებრივ აირს, ბირთვულ, ქარის თუ მზის ენერგიას და სხვა.

“მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, რეალურად ჩაერთოს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის განვითარების პროცესში. ეს ინიციატივა ხელს უწყობს ეკოლოგიური არჩევანის მხარდაჭერას”, - აცხადებს “თელმიკო”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები