მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებული რეგიონების პროექტი აქტიურად გაგრძელდება - კობახიძე

ირაკლი კობახიძე პარტიის ტრიბუნასთან

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, განახლებული რეგიონების პროექტი აქტიურად გაგრძელდება. ასე უპასუხა მან დეპუტატ ბეჟან წაქაძის მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.

„განახლებული რეგიონების პროექტი გაგრძელდება, ძალიან აქტიურად. წელს დასრულდება მეორე ფაზა, სამომავლოდაც დავგეგმავთ ღონისძიებებს ამ მიმართულებით. შორაპნის ციხეზე იყო საუბარი და ამაზე დაგვჭირდება შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან კონსულტაციები და წარმოგიდგენთ ჩვენს გეგმას ამ თემასთან დაკავშირებით. რეგიონების ფისკალურ დეცენტრალიზაციაზეც აქტიურად ვიმუშავებთ. მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაც გაგრძელდება“, - განაცხადა კობახიძემ.

რეგიონების დაფინანსების ფორმულა გასაუმჯობესებელია - წაქაძის მიმართვა კობახიძეს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები