მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განაკვეთის უცვლელად დატოვება ნიშნავდა, რომ ეროვნულ ბანკს ინფლაციის ეშინია - მარინა გულედანი

სებ

ანალიტიკოსი მარინა გულედანი ამბობს, რომ სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვება ეროვნული ბანკის ინფლაციის მიმართ შიშზე მიანიშნებს.

მისი თქმით, ეროვნულ ბანკს განაკვეთი უნდა დაეწია კრიზისის ფონზე ბიზნესის წახალისებისთვის, თუმცა ეს ვერ შეძლო არსებული ინფლაციური წნეხის ფონზე.

"მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვება იმას ნიშნავდა, რომ ეროვნულ ბანკს ინფლაციის ეშინია და სწორიც იყო, რომ ეშინია, რადგან ეს წნეხები არსებობს, პროგნოზით მაღლა უნდა ავიდეს და მერე შეიძლება დასტაბილურდეს. ეს კურსის მერყეობასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კრიზისის ნიშნებია ეკონომიკაში და ცხადია, რომ ამ პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე კარგი იქნებოდა ბიზნესის წახალისება და განაკვეთის დაწევა, ეროვნულმა ბანკმა ეს ვერ მოახერხა. ჩვენ ისედაც პატარა ეკონომიკა ვართ და უამრავი გამოწვევა გვაქვს შიგნით, უაღრესაც მნიშვნელოვანია, რომ შიგნით ვიყოთ სტაბილურად, რათა მერე გარე შოკებს გავუძლოთ",- ამბობს გულედანი.

12 მაეტს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. საქართველოს ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-ს დროებით გადააჭარბებს, თუმცა წლის ჭრილში მაინც მიზნობრივი 3%-ის მიდამოში შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები