მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განათლების მინისტრის თქმით, სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტების და აკადემიური კადრების შემცირება არ იგეგმება

გივი მიქანაძე

განათლების მინისტრის განაცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების და სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტების შემცირება. ამის შესახებ გივი მიქანაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.

„ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს – გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება და ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით და სამეცნიერო საქმიანობაში. მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს.

ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით, განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები. ამის დადასტურებაა მიზნობრივ ჯგუფებთან, პირდაპირი კომუნიკაციის გზით, რეფორმით გათვალისწინებული საკითხების განხილვა, რასაც ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ,“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების, კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები