მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრა თითოეულ უნივერსიტეტთან ცალ-ცალკე მოხდება.
„ამ კანონმდებლობის მიღებასთან ერთად, მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, სად არიან ყველაზე უფრო ძლიერი სამეცნიერო პოზიციების მქონეები. ყველა უნივერსიტეტთან ვაპირებთ სათითაოდ შეხვედრას. ეს დავალება მიღებული გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით თუ ინტერესი გექნებათ და დეპუტატებიც ჩაერთვებიან, სიამოვნებით განვიხილოთ ეს მიმართულებები,“- განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
აღსანიშნავია, რომ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონს "ოცნება" დაჩქარებული წესით იხილავს და სავარაუდოდ დღესვე მიიღებს.




























