მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების სამინისტრო ერთ-ერთი დახურული და გაუმჭვირვალე უწყებაა - გიორგი ჭანტურია

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო ერთ-ერთი დახურული და გაუმჭვირვალე უწყებაა, - ამის შესახებ განათლების კოალიციის დირექტორმა, გიორგი ჭანტურიამ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, ეს პირადად გიორგი ამილახვრისთვისაც აქვს ნათქვამი. გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ განათლების სამინისტრო საჯარო ინფორმაციას არ გასცემს და ამის გამოცდილება თავად აქვს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს ის გიორგი ამილახვრის მინისტრობის პერიოდს, ჭანტურია ასე პასუხობს: „მისი მთავარი ფუნქცია იყო განათლების სისტემის კონტროლი, კონტროლი მასწავლებლების, უნივერსიტეტების, იმისთვის, რომ ასეთი პროტესტების დროს რამე აქციები არ მივიღოთ. რეალურად, რომ შევხედოთ ამ ადამიანის ისტორიას. გვახსოვს ვაკის პარკზე მისი გამოხმაურება, როცა ტრაგედია დააბრალა ბავშვის მშობლებს და ახსოვს იმით, რომ ერთ-ერთი ხელმომწერი იყო, როცა პირველ ჯერზე ამ კანონის მიღება უნდოდათ. მაშინ კომიტეტის თავმჯდომარე და დეპუტატი იყო. ამ ორი რაღაცით ახსოვდა საზოგადოებას და ამის შემდეგ ის ფაქტობრივად დააწინაურეს და გახდა განათლების მინისტრი.

ჩვენს გამოცდილებას რაც შეეხება, ამას ვხედავდით. ახლა რა დამოკიდებულებაც აქვს მთავრობას საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, რომ აგენტებს გვეძახის, მინი დონეზე აქვს ანალოგიური დამოკიდებულება განათლების მინისტრს. პირველი, რაც მან მინისტრად მოსვლისას გააკეთა, იყო დირექტორების არჩევის პროცესი, საშინლად ჩატარდა ეს პროცესი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. ეს იყო უკიდურესად გაუმჭვირვალე პროცესი. უამრავი რამ უძღოდა ამას. ფაქტობრივად ახლა ნათლად ვხედავთ, მათი მიზანი იყო, რომ დაენიშნათ დირექტორები, რომლებსაც გააკონტროლებდნენ. გარკვეულ დონეზე ეს შეძლეს, თუმცა ვხედავთ, რომ დირექტორების და მასწავლებლების ნაწილი დგას აქციაზე და ეს ძალიან სასიხარულოა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები