თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის განცხადებით, უკრაინაში ინეტერვენციის გამო ვლადიმერ პუტინის “დასჯის” დამატებითი მექანიზმები კიდევ იქნება შემოღებული, რადგანაც აშშ ცდილობს რუსეთის ეკონომიკაზე წნეხი გაზარდოს.
“რუბლი სწრაფად ეცემა, საფონდო ბირჟა დახურეს, რადგან მისი გახსნა დამანგრეველი იქნება. ასე რომ ჩვენ გავლენას უკვე ვხედავთ”, - განაცხადა პრესსპიკერმა და დაამატა, რომ პუტინზე წნეხის გაზრდის მიზნით, სანქციების შემოღება კიდევ გაგრძელდება.
კითხვაზე - აშშ-ის სამიზნე იქნება თუ არა რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტი, თეთრი სახლის პრესსპიკერი ამბობს, რომ აშშ-ს “სურს [სანქციების] გავლენა მაქსიმალური იყოს პუტინისა და მისი წრისთვის, თუმცა მათ აშშ-ის შიდა მდგომარეობაზე მინიმალური გავლენა უნდა ჰქონდეთ. პრესსპიკერმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება.
“რაც ჯო ბაიდენს არ სურს, გლობალური ნავთობის ბაზრის ჩამომხობაა ან ისეთი გავლენის მოხდენა, რაც გამოიწვევს ამერიკელი ხალხისთვის გაზის ან სხვა ენერგორესურსების გაძვირებას", - განაცხადა მან.




























