მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

განვიხილავთ ყველა საპასუხო ნაბიჯს რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის გამო - EU-ს განცხადება

ევროკავშირი

ევროკავშირი აქვეყნებს უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას საქართველოს პარლამენტის "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით.

"ევროკავშირი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და ამ გზით ვენეციის კომისიის დეტალური იურიდიული არგუმენტების უგულებელყოფაზე, რომლებიც ამ კანონის გაუქმების მკაფიო რეკომენდაციას იძლეოდა.

ევროკავშირმა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. მისი ძალაში შესვლა ნიშნავს უკუსვლას ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული რეკომენდაციების ცხრა დათქმიდან მინიმუმ სამ დათქმაზე (ანტიევროპულ დეზინფორმაციასთან, პოლარიზაციასთან, ფუნდამენტურ უფლებებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობასთან დაკავშირებით) და უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე.

ამ კანონის მიღებასთან ერთად, მკაფიოდ არასაკმარისია ყურადღება მთლიანად ცხრა დათქმაზე პროგრესის მიღწევაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს ეს ტენდენცია და მტკიცედ დაბრუნდეს ევროკავშირის გზაზე. ჯერ კიდევ არის დრო ამის შესაცვლელად - მაგრამ ამისთვის საჭიროა მმართველი ხელისუფლების მტკიცე გადაწყვეტილება.

ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ნაბიჯს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის.

ჩვენ კვლავ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ვცნობთ მათი უმრავლესობის არჩევანს ევროპული მომავლისთვის

- ნათქვამია განცხადებაში.

დღეს საქართველოს პარლამენტის ქართული ოცნების უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო 84 ხმით დაძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები