მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ყველა ადამიანს, მათ შორის გერმანიის კანცლერსაც, თავისი აზრი აქვს” - ღარიბაშვილი “რუსულ კანონზე”

ღარიბა

“ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს, მათ შორის კანცლერსაც, და მე ადამიანს აზრს პატივს ვცემ”, - ასე შეაფასა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის გუშინდელი განცხადება, რომლითაც შოლცმა პარლამენტს ევროკავშირისა და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკული პოზიციის გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნება, რომ “რუსული კანონი” ევროპულია, ექსპრემიერი აღნიშნავს, რომ მთავრობა ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან მუშაობის გასაგრძელებლად მზადაა.

“ჩვენ [კანონთან დაკავშირებით] გუშინ პრემიერის განმარტებაც მოვისმინეთ და, მგონი, აქ კითხვები აღარავის გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან, ყველასთან, ვისაც რაიმე კითხვა დარჩა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად პარტიულ აქტივს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში ხვდება.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, “რუსული კანონის” საწინააღმდეგო განცხადება გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ გერმანია, ისევე როგორც მთლიანი ევროკავშირი, კანონის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი და იმედოვნებდნენ, რომ იგი დღის წესრიგში მეორედ აღარ დადგებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები