მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარდაცვლილია 1900-ზე მეტი ადამიანი - ვითარება ისრაელში

ისრაელი

11 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელ-ჰამასის ომს ისრაელში 1900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას “ალჯაზირა” ავრცელებს.

ჰამასმა უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ, ისრაელში, ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 1200-მდე გაიზარდა. ამასთან, ისრაელის ჯარები მეხუთე დღეა ღაზას სექტორზე დარტყმას აგრძელებენ, რის შედეგადაც, სულ მცირე 950 პალესტინელია დაღუპული.

„ჯარისკაცებს სამოსზე თავიანთი სახელები ეწერათ და ასე მოვახერხეთ მათი იდენტიფიცირება, თუმცა, დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, მათი იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს”, - განუცხადა ისრაელის სამაშველო განყოფილების თანამშრომელმა “ალჯაზირას”.

აღსანიშნავია ისიც, რომ 9 ოქტომბერს ისრაელმა ღაზას სექტორისთვის ელექტროენერგიისა და საწვავის მიწოდება შეწყვიტა.

"ღაზას სექტორის ერთადერთი ელექტროსადგური და ელექტროენერგიის ერთადერთი მიმწოდებელი საწვავი 10-12 საათში ამოიწურება", - განუცხადა პალესტინის ენერგეტიკული ორგანოს თავმჯდომარემ ტაფერ მელჰემმა რადიო "პალესტინის ხმას".

ინფორმაციისთვის: ჰამასმა ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს განახორციელა, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო იერიში მოჰყვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ომის დაწყების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები