მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოს დაბინძურებისთვის Marathon Oil-ს რეკორდული $241 მილიონის ჯარიმა დაეკისრა

marathon

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ და გარემოს დაცვის სააგენტომ ენერგეტიკულ გიგანტს, Marathon Oil-ს რეკორდული 241 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმა დააკისრეს.

სანქციის დაწესების მიზეზი Marathon Oil-ის მხრიდან გარემოსათვის ზიანის მიყენება, საწარმოო პროცესში დიდი მოცულობით ემისიების გამოყოფა და ჰაერში მეთანის საშიში შემცველობის გაფრქვევაა. სააგენტოს განმარტებით, კომპანიას არაერთხელ გაეგზავნა გაფრთხილება კანონდარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა მან მაინც ჩვეული ტემპით გააგრძელა ოპერირება, რის გამოც ის პროპორციულად უნდა დაისაჯოს.

ჯარიმის გადახდის გარდა, Marathon Oil-ს აეკრძალება ზემოხსენებული პრაქტიკის გაგრძელდება და ის ვალდებული იქნება, მომდევნო წლის განმავლობაში ემისიების შესამცირებლად $177 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Marathon Oil-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 16 მილიარდ დოლარს აღწევს და ის აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები