მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გარემოს დამცველებს თბოსადგურებზე პრეტენზია არ აქვთ, ჰესებს კი აპროტესტებენ”-მცირე ჰესების ასოციაცია

624c53c3bf93f
ანუკა ჯოხაძე
05.04.22 21:00
1442
“სერიოზული უკუსვლა" - ასე აფასებს ევროპარლამენტი საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 2020-2022 წლების პერიოდს მოიცავს.

ევროპარლამენტის კვლევაში საუბარია ენერგეტიკის დარგზეც. კვლევის მიხედვით, ქვეყანა ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის კუთხით სწორ გზაზეა, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემები ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროებში ისევ დგას.

"მცირე ჰესების ასოციაციის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი ვალდებულების შესრულება საკანონმდებლო დონეზე კი ხდება, თუმცა გამოწვევები ცალსახად არსებობს. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, გარემოსდაცვითი ვალდებულების ნაწილში ხელშესახები ნაბიჯები არ ჩანს. გიორგი მარგებაძის თქმით, მაშინ როცა ქვეყანა აქტიურად უნდა გადავიდეს განახლებადი ენერგიის წყაროებზე, ხშირად სწორედ ამ მიმართულებას ექმნება პრობლემები.

“უკანასკნელ წლებს რომ გადავხედოთ, სერიოზული ნაბიჯები არ გადადგმულა. გარემოზე უარყოფითი გავლენა რომ შევამციროთ, ავყვეთ დასავლურ მიდგომებს და შევამციროთ ემისიების გაფრქვევა, განახლებად ენერგიებს ხელი უნდა შევუწყოთ. თითეული ახალი ჰესი, ქარის და მზის სადგურები კი ნიშნავს ნაკლებ გაფრქვეულ ემისიას. ჩვენთან ამ დროს გარემოსდაცველები უკუღმართად იქცევიან-მაშინ, როცა თბოელექტრო სადგური ან ნახშირის სადგური შენდება მათ პრეტენზია არ აქვთ, თუმცა როცა საქმე ჰესებსა და ქარის სადგურებზე მიდგება პროტესტია”,-ამბობს მცირე ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები