მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარემოსდაცვითი სტრატეგიის დაფინანსებას მხოლოდ მდიდარი ქვეყნები ვერ შეძლებენ - IMF

6368c00832ce8
გიორგი თოლორდავა
07.11.22 18:53
370
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორის კრისტალინა გეორგიევას განცხადებით, კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ მიმართული გარემოსდაცვითი სტრატეგიის დასაფინანსებლად მხოლოდ მდიდარი და განვითარებული სახელმწიფოების მთავრობების მიერ გაცემული გრანტები ვერ იქნება საკმარისი.

გეორგიევას შეფასებით, ამ გლობალური გამოწვევის დასაძლევად განვითარებადი სახელმწიფოებისა და კერძო ინვესტორების ჩართულობაც აუცილებელია, რათა დასახული მიზნები რეალობად იქცეს.

2030 წლამდე დასახული მიზნების მისაღწევად განვითარებადმა სახელმწიფოებმა, დაახლოებით, 340 მილიარდ დოლარამდე თანხა უნდა გამოყონ, 2050 წლამდე კი დაფინანსებამ 560 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, "მწვანე" სტრატეგია სისრულეში ვერ მოვა.

IMF-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მხოლოდ განვითარებული სახელმწიფოების კეთილგანწყობაზე იმედების დამყარება მიუღებელია, კლიმატთან დაკავშირებული გამოწვევების გამკლავება კი გლობალურ დონეზე თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები