მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღარიბაშვილის ინფორმაციით, ივნისში ეკონომიკა 15%-დან 18%-მდე გაიზრდება

60f6765c5bfbb
ინგა მურუსიძე
20.07.21 11:12
934
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ივნისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 15%-დან 18%-მდე იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

„რამდენიმე თვის წინ, როცა შეზღუდვები მოიხსნა, მხოლოდ ხალხის ინტერესებით ვიხელმძღვანელეთ. ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კონკრეტული შედეგები გამოიღო, რაც აისახა იმაში, რომ აპრილში - 45%-იანი, უპრეცედენტო ზრდა გვქონდა, რაც იყო მართლაც უპრეცედენტო, არა მარტო რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში; მაისში 25%-ის ფარგლებში გვქონდა ზრდა და წინასწარი ინფორმაციით, ივნისში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, დაახლოებით, 15-დან 18%-მდე. საბოლოო ჯამში, პირველ 6 თვეში ჩვენი ეკონომიკა გაიზრდება 12%-ით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა დამატებითი რესურსის მობილიზების საშუალება გააჩინა და ეს უკვე აისახა ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები