მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გარკვეულ კანონმდებლობაზე ზოგჯერ არასამართლიანად დიდი აჟიოტაჟია" - ონოფრიშვილი "რუსულ კანონზე"

დავით ონოფრიშვილი

"გარკვეულ კანონმდებლობაზე არის ზოგჯერ არასამართლიანად დიდი აჟიოტაჟი" - ასე აფასებს დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი, დავით ონოფრიშვილი "ქართული ოცნების" მიერ მეორედ შემობრუნებულ "რუსულ კანონთან" დაკავშირებით ქვეყნის შიგნით და პარტნიორი ქვეყნების გამოხმაურებას.

bm.ge-ის კითხვაზე, რატომ არის აუცილებელი გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის იარლიყი - უცხო ძალის ინტერესების გამტარი, ონოფრიშვილი არ პასუხობს, თუმცა ამბობს, რომ გამჭვირვალობა მთავარია და ამბობს, რომ მთავარია შედეგი იყოს.

"მარეგულირებელი და საზედამხედველო ინსტიტუციები, (მარეგულირებლები) როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში აპოლიტიკურია. ჩვენი კომენტარები პოლიტიკურ საკითხებზე არსშივე გამორიცხულია. ჩვენ, ამაზე გარკვეულ კომენტარს და სურვილებს ვერ გამოვხატავთ. ამაზე კომენტარები შეიძლება გააკეთონ პოლიტიკოსებმა და ჩართულმა მხარეებმა. ერთადერთი ვიტყვი, რომ გამჭვირვალობა ნებისმიერ საკითხში აუცილებელია. ფინანსისტი ვარ და ფინანსურ საკითხშიც მინდა გითხრათ, საქართველო დღეს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საბიუჯეტო გამჭვირვალობის კუთხით. სხვა პარამეტრებში ვართ ათეულში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს და არავის არაფრის შიში არ უნდა ჰქონდეს. თუ ამ კანონს მერე, ჰიპოთეტურად რამე საფრთხე მოჰყვება, ეს სხვა საკითხია, მერე უნდა ისაუბრონ.

ეს კანონიც, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სხვადასხვა ქვეყნებშიც არსებობს. მთავარია შედეგი იყოს, დეტალებში ვერ შევალ. ევროინტეგრაციაც გვინდა, ჩვენი სამსახური და მეც ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ვთვლი, რომ ეს გარდაუვალი პროცესია. ვიცი, რომ ყველა სტრუქტურაც ასე არის ჩართული ამ პროცესში. გარკვეულ რაღაც კანონმდებლობაზე არის ზოგჯერ არასამართლიანად დიდი აჟიოტაჟი, მაგრამ ეს შეიძლება იყოს, იმიტომ რომ პროცესი მიდის. მთავარია, რომ ქვეყანამ დღეს მიაღწია კანდიდატის სტატუსს. რაც არ უნდა ვინმემ თქვას, მთავრობამ მიაღწია", - განაცხადა ონოფრიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები