მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარკვეული საინვესტიციო პროექტები ჩვენც შევაჩერეთ, ველოდებით, სიტუაცია უფრო პროგნოზირებადი გახდეს - თამაზ დაუშვილი

თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიოში“ აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, რიგი საინვესტიციო პროექტები დროებით შეაჩერეს.

როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, თამაზ დაუშვილმა BMG-ის განუცხადა, ბიზნესისთვის გაუარესებული მოლოდინების ფონზე, ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის გარკვეულწილად შენელება შეიმჩნევა.

მისი თქმით, საინვესტიციო გარემოზე განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობები და აქედან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული რისკები.

„ბოლო პერიოდში საქართველოში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა და ეს, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს ბიზნეს კლიმატზე. გარკვეული მოლოდინი იყო, რომ შესაძლოა, ვითარება მალევე მოგვარებულიყო, თუმცა ეს პროცესები გრძელდება. შესაბამისად, ვფიქრობ, წელს საინვესტიციო აქტივობა ისეთი მნიშვნელოვანი არ იქნება, როგორც სასურველი იყო. მათ შორის, ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული გადაიარაღების საინვესტიციო პროექტები და ასევე კაპიტალური დანახარჯების პროექტები დროებით ჩვენც შევაჩერეთ. ველოდებით სიტუაციის გარკვევას, რომ უფრო პროგნოზირებადი გახდეს. როგორ ჩაივლის არჩევნები, როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ იმოქმედებს საფინანსო სფეროზე ეს ყველაფერი, ევროკავშირთან შეჩერებული მოლაპარაკებების პროცესი, ბევრი პრობლემაა, რომელიც ნამდვილად არ ადგება საქართველოში ბიზნეს კლიმატს“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები