მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარკვეული სირთულეებია საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან - კალასი

კაია კალასი

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი იქნება „ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომა შავი ზღვის რეგიონის მიმართ“.

შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს მთავრობასთან ევროკავშირს ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს.

„შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლიდან გვაქვს შემუშავებული, ახლა უკვე განხორციელების ფაზაშია. სხვადასხვა ქვეყნები შავი ზღვის გარშემო რა თქმა უნდა, ამის მნიშვნელოვანი ნაწილი არიან. ახლა ჩვენ ასევე გარკვეული სირთულეები გვაქვს საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან რეალურად არ გვაქვს კავშირი მთავრობასთან და ჩვენ არ გვსურს მთავრობის მხარდაჭერა ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს. ასევე გვქონდა დისკუსიები იმის შესახებ როგორ შეგვიძლია ეს საუკეთესოდ გავაკეთოთ, რომ ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს", - განაცხადა კალასმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები