მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გარწმუნებთ, ბანკის შიგნით თურნავას წინააღმდეგ არავინ მუშაობს - სინგლეტარი

 სინგლეტარი

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რობერტ სინგლეტარი “ტვ პირველთან” საუბრისას ამბობს, რომ სებ-ის თანამშრომლები პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის წინააღმდეგ არ არიან განწყობილნი.

“არ ვფიქრობ, რომ ხალხი ახლა ნათია თურნავას წინააღმდეგია. ვფიქრობ, მათ აქვთ გარკვეული წუხილი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იქნა ეს გაკეთებული, თუმცა გარწმუნებთ რომ არავინ ბანკის შიგნით არ მუშაობს ნათია თურნავას წინააღმდეგ”, - ამბობს სინგლეტერი.

14 სექტემბერს აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა. ამის გამო ქართულმა კომერციულმა ბანკებმა მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა. ამის შემდეგ ნათია თურნავამ ბრძანებაში ცვლილება შეიტანა და საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაუშვა. ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებ-გან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას ქვეყნის სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები