Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 24 დეკემბერს 5-წლიანი 100 მლნ ლარის ობლიგაციები გაყიდა.
გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა 1.9-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.118პპ-ით გაიზარდა და 8.435% შეადგინა.
ეს 2024 წლის უკანასკნელი აუქციონი იყო, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ ობლიგაციები განათავსა.
სულ მიმდინარე წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ 1.5 მილიარდი ლარის შიდა ვალი აიღო სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით.