მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გასულ წელს 330 ათასი ევროს შემოსავალი გვქონდა - Kings International | 500Georgia Demo Day

63d2971ef3284
BM.GE
26.01.23 19:03
467
სტატიაში საუბარია:

დღეს, 26 იანვარს, 500Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე პანდემიის დროს შექმნილი ტექნოლოგიური სტარტაპი, Kings International -ი წარსდგა, რომელიც მოსწავლეებს ონლაინ ოლიმპიადების ჩატარების დახმარებაში ეხმარება. როგორც ჩანს, აღნიშნული პლატფორმის შექმნისაკენ, დამფუძნებლებს სწორედ პანდემიამ უბიძგათ

“COVID-19-ის პანდემია რომ დაიწყო, მაქსიმალურად შეიზღუდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ფიზიკური კონტაქტი, თვეების განმავლობაში სკოლები დაიხურა და გადავიდა ონლაინ სწავლებაზე. შედეგად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მასწავლებლები იძულებულები იყვნენ, გამოეყენებინათ სხვადასხვა ონლაინ ხელსაწყო, რათა სწავლების პროცესი არ შეჩერებულიყო. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება სხვადასხვა ონლაინ პლატფორმასთან დაკავშირებით რადიკალურად შეიცვალა. სწორედ ამ დროს გადავწყვიტეთ, მასწავლებლებისთვის შეგვეთავაზებინა პლატფორმა, რომელიც მათ ონლაინ ოლიმპიადების ჩატარებაში დაეხმარებოდა”, - აღნიშნავენ Kings International -ის დამფუძნებლები, ირაკლი ვეკუა და ირაკლი ჯინჯიხაძე.

როგორც დამფუძნებლები ამბობენ, ხშირად, მასწავლებლებს გაანალიზებული აქვთ, თუ რა უპირატესობები აქვს მოსწავლეების ოოლიმპიადებში მონაწილეობას და Kings International -ის პლატფორმის გამოყენებით, ეს პროცესი მეტად გაუმარტივდებათ.

“მასწავლებლები ყოველწლიურად აორგანიზებენ მსგავს შეჯიბრებებს თავიანთ სკოლებში, რაც საკმაოდ შრომატევადია და მათი მხრიდან დიდ დროით რესურსს მოითხოვს. 

ჩვენი პლატფორმის საშუალებით კი, პედაგოგებს აქვთ შესაძლებლობა, ოლიმპიადა  პროცესებში უშუალო მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ. ერთადერთი, რაც მათი მხრიდანაა საჭირო, პლატფორმაზე საკუთარი პროფილის შექმნა და ჩვენ მიერ წინასწარ გამოცხადებულ ოლიმპიადებზე მოსწავლეთა რეგისტრაციაა. სხვა დანარჩენი პროცესი, იქნება ეს ტესტირება, ნაშრომების გასწორება, შედეგების გამოქვეყნება თუ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური უკუკავშირის დაბრუნება - ავტომატიზირებულია”, - ამბობენ Kings International -ის დამფუძნებლები.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები