მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს ელექტროენერგიის იმპორტი 24%-ით შემცირდა

63d119c823f70
მარიამ ვარადაშვილი
25.01.23 16:37
456
ესკოს ინფორმაციით, 2022 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 24%-ით შემცირდა. გასულ წელს ესკომ ჯამში დაახლოებით 1.5 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, მაშინ როცა 2021 წელს ეს მაჩვენებელი 2 მილიარდ კვტ. სთ აჭარბებდა. გასულ წელს ყველაზე მეტი მოცულობის იმპორტი 1.2 მილიარდ კვტს. სთ-ზე მეტი რუსეთიდან განხორციელდა, შემდეგ 138 მლნ კვტ.სთ სომხეთი მოდის, თითქმის 130 მლნ კვტ.სთ კი აზერბაიჯანი.

საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველომ ელექტროენერგიის იმპორტზე დაახლოებით 41 მლნ აშშ დოლარი დახარჯა.

ელექტროენერგიის იმპორტი (2018-2022)

2018 – $75,8 მლნ
2019 – $78,5 მლნ
2020 – $64,5 მლნ
2021 – $48 მლნ
2022 - $41 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები