მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გასულ წელს, შემოსავალი 10-ჯერ გავზარდეთ” - iDualogue | 500Georgia Demo Day

63d2946448ff6
BM.GE
26.01.23 18:51
383

“გასულ წელს, შემოსავალი 10-ჯერ გავზარდეთ”, - ამის შესახებ საგანმანათლებლო-ტექნოლოგიური სტარტაპის, iDialogue-ს დამფუძნებელმა განაცხადა, რომელიც დღეს, 26 იანვარს, 500Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. iDialogue-ი ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელიც ინოვაციური და ეფექტიანი ემთოდების გამოყენებით, სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის შესწავლაში ეხმარება. როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, განათლების ინდუსტრიაში სტარტაპის შექმნისაკენ თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში არსებულმა პრობლემებმა უბიძგეს.

“მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი. სწორედ მაშინ, როცა ამ ქვეყნების სკოლებში ვმოხალისეობდი, თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში ერთი დიდი პრობლემა აღმოვაჩინე: ინგლისურს, როგორც უცხო ენას მილიარდობით ადამიანი სწავლობს, მაგრამ ამ პროცესში მთავარი დეტალი მუდმივად იკარგება. თუ ცდილობთ, სრულყოფილად შეისწავლოთ უცხო ენა, აუცილებელია მასთან მაქსიმალური შეხება გქონდეთ, მაგრამ მოსწავლეების უმრავლესობას, ამგვარ მეთოდებზე წვდომა უბრალოდ არ აქვთ”, - აღნიშნავენ კომპანიის დამფუძნებლები.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 2600-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 130-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $10 მილიარდს აღემატება. 500 Global-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. 500 Global-ი კავკასიაში 500Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება.