მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა

637a2f24c60af
ვიქტორია მღებრიშვილი
20.11.22 18:02
842
გთავაზობთ გასული კვირის (14 – 19 ნოემბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები

2. დაზუსტებული მონაცემებით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

3. 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

4. 2022 წლის ოქტომბრის ტურიზმის აღდგენის სტატისტიკა

5. რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო ქვეყანაა - ქართული კომპანიები, რომელთაც ყველაზე მეტი საქონელი გააქვთ რუსეთში ექსპორტზე

6. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 143%-ით გაიზარდა

7. საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემა ამოქმედდება

8. ENPARD-ის მეოთხე ფაზა 2021-2025 წლებში, ევროკავშირის 55 მილიონი ევროს დაფინანსებით განხორციელდება

9. 2022 წლის ცხრა თვეში ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონების რეიტინგი

10. მთავრობამ 100 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო




1. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეიმის ვიზიტი საქართველოში და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები

საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი. ჟურნალისტებთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ სწრაფად უნდა შეასრულოს ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციები და შესაძლებლობები რეალობად აქციოს. რაც შეეხება, დეოლიგარქიზაციის კანონს, ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობას და არა ცუდი ან კარგი ოლიგარქების გამოყოფას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით კი, სტატუსის მისაღებად მთავრობა ყველაფერს აკეთებს და დასძინა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ქვეყნის გაერთიანება გაცილებით მნიშვნელოვანი.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3EJAl9s; https://bit.ly/3AxDNBv; https://bit.ly/3Oj6FTP; https://bit.ly/3Er6xwS; https://bit.ly/3Gw8n23


2. დაზუსტებული მონაცემებით 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა

დაზუსტებული მონაცემებით 2021 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 10.5%-ით გაიზარდა, რაც 0.1%-ული პუნქტით აღემატება საქსტატის წინასწარ შეფასებას. 2021 წელს კლება დაფიქსირდა მხოლოდ მშენებლობის (-23.9%) დარგში, სხვა დანარჩენი დარგები ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. 2021 წელს მშპ ერთ მოსახლეზე 5 023.2 აშშ დოლარს შეადგენდა. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10.2% შეადგინა, მთავრობის განახლებული პროგნოზით, კი წელს ეკონომიკური ზრდა 10.0%, ხოლო 2023 წელს 5.0% იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3V2pDQU



3. 2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9%-ით შემცირდა და 15.6% შეადგინა, რაც ისტორიული მინიმუმია. 2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა 52 ათასი კაცით, 913.8 ათასამდე გაიზარდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.8 ათასით - 444.3 ათასამდე. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა 60.1 ათასით შემცირდა და 250.7 ათასი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3XbJDSV; https://bit.ly/3Xf3bWq


4. 2022 წლის ოქტომბრის ტურიზმის აღდგენის სტატისტიკა

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2022 წელის, 10 თვეში ვიზიტორებმა 2.8 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 2.8-ჯერ მეტია. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა კი რუსეთის მოქალაქეებმა დახარჯეს (114.5 მილიონი აშშ დოლარი). ამასთან, ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით გაიზარდა, კერძოდ, საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ 337 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 31%-ით აღემატება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3EhAnUy; https://bit.ly/3EMBxcf; https://bit.ly/3UTcCct



5. რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო ქვეყანაა - ქართული კომპანიები, რომელთაც ყველაზე მეტი საქონელი გააქვთ რუსეთში ექსპორტზე


2022 წლის 10 თვეში საქართველოს ექსპორტი 34%-ით, ხოლო იმპორტი 33%-ით გაიზარდა, რაც შეეხება სავაჭრო ბალანსს, მისი უარყოფითი სალდო 6.1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ რუსეთიდან წინა წელთან შედარებით 73%-ით მეტი, 1.2 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, ყველაზე მეტი კი, 431 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები შემოვიდა. ასევე, საქართველოდან რუსეთში წინა წელთან შედარებით 11%-ით მეტი, 473 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი გავიდა. სტატიაში სრულად შეგიძლიათ იხილოთ რუსეთში უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების სია. ( https://bit.ly/3U7heL7)

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3EfH2i4; https://bit.ly/3ASyTiT



6. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 143%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 143%-ით გაიზარდა და 502.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე კვლავ რუსეთის ფედერაციაა, საიდანაც წინა წელთან შედარებით ფულადი გზავნილები 726%-ით გაიზარდა და 299 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილს იტალია (36 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო მესამე ადგილს აშშ იკავებს (30 მილიონი აშშ დოლარი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3As4CXN; https://bit.ly/3APTCUv; https://bit.ly/3Xe4VPA


7. საქართველოს ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვისა და განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემა ამოქმედდება

მთავრობის მიერ წარმოდგენილი განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის მიხედვით, აუქციონებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ კომპანიებს, რომელთაც ენერგეტიკული პროექტი მშენებლობამდე აქვთ მიყვანილი. ხოლო სახელმწიფო, ვალდებულებას აიღებს 15 წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებულ ფასად,გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3U6ISI9



8. ENPARD-ის მეოთხე ფაზა 2021-2025 წლებში, ევროკავშირის 55 მილიონი ევროს დაფინანსებით განხორციელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, "ENPARD-ის მეოთხე ფაზა 2021-2025 წლებში, ევროკავშირის 55 მილიონი ევროს დაფინანსებით განხორციელდება." პროგრამა ძირითადად, სოფლის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას, ასევე ფერმერთა და მეწარმეთა ხელშეწყობას ევროპულ ბაზარზე წვდომას მოიცავს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3OmGgUX



9. 2022 წლის ცხრა თვეში ყველაზე ძვირად გაყიდული სახელმწიფო ქონების რეიტინგი

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიშის მიხედვით პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 157 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმაზე 20%-ით ნაკლებია. BMG-მ ქონების სააგენტოდან გამოითხოვა იმ 20 ქონების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ყველაზე ძვირად გაიყიდა. წარმოდგენილი აქტივებიდან, ყველაზე ძვირად, 48 მილიონ ლარად „წყნეთის სამთავრობო აგარკები“ გაიყიდა, პრივატიზებული ობიექტების სხვა ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ ვრცლად.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3TRxI9K



10. მთავრობამ 100 მილიონი ლარის შიდა ვალი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ობლიგაციების მორიგ აუქციონზე 100 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაყიდა, აუქციონში მონაწილეობა კი სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო, რომელთა ჯამურთმა მოთხოვნამ 233 000 000 ლარი შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Og9g0R

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები