მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

6395be6d09f54
ირაკლი მაკალათია
11.12.22 18:00
1980
გთავაზობთ გასული კვირის (5-10 დეკემბერი, 2022) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 2022 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 101%-ით გაიზარდა
2. მთავრობა ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგების გადასახადს 20%-მდე უზრდის
3. საპენსიო სააგენტომ "ნიკორას" ობლიგაციებში 3.5 მლნ ლარი განათავსა
4. საქსტატმა დროის გამოყენების გამოკვლევა პირველად ჩაატარა
5. მთავრობა 100-ზე მეტი კურორტის გაყიდვას გეგმავს
6. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 42 განაცხადი შევიდა
7. საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ 4.63 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
8. ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 665 992-მდე გაიზარდა
9. მთავრობის დადგენილება ენერგეტიკის დაფინანსების CFD სქემაზე
10. რომელი საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გეგმავს მთავრობა

1. 2022 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 101%-ით გაიზარდა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა და 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც თითქმის 60% რეინვესტირებამ შეადგინა. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია ესპანეთიდან შემოვიდა (165.9 მილიონი აშშ დოლარი), ხოლო ესპანეთიდან ინვესტიცია ძირითადად უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში განხორციელდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3FgtH9L ; https://bit.ly/3uEdUfR ; https://bit.ly/3hdRwHa ; https://bit.ly/3heEOIe ; https://bit.ly/3FkvISa 

2. მთავრობა ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მოგების გადასახადს 20%-მდე უზრდის
მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, მიზეზად კი დასახელებულია, რომ ბანკებს ზედმეტად მაღალი მოგება აქვთ. ამასთან, ბანკებს დივიდენდის 5%-იანი გადასახადი გაუუქმდებათ, ხოლო მოგების გადასახადი 15%-დან 20%-მდე გაეზრდებათ. ბანკებთან ერთად მოგების გადასახადი 20%-მდე გაეზრდებათ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Pjnmid ; https://bit.ly/3PfkO4X ; https://bit.ly/3PgBdWy ; https://bit.ly/3FfEZLv 

3. საპენსიო სააგენტომ "ნიკორას" ობლიგაციებში 3.5 მლნ ლარი განათავსა
“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით, 3 წლიანი ვადით, 35 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციები განათავსა, რომლის 10%-ში, ანუ 3.5 მილიონი ლარის ობლიგაციებში ინვესტირება საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო რისკებს თავი აარიდოს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3FHDhDV 

4. საქსტატმა დროის გამოყენების გამოკვლევა პირველად ჩაატარა
საქსტატმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში საქართველოში პირველად ჩაატარა დროის გამოყენების გამოკვლევა. ძირითადი შედეგები კი ასეთია: საქართველოს მოსახლეობა დღე-ღამეში საშუალოდ 11.7 საათს ხარჯავს საკუთარ თავზე ზრუნვასა და მოვლაზე; 2.6 საათს - დასაქმებასა და მასთან დაკავშირებულ აქტივობებზე; 18 წუთს- სწავლაზე. აუნაზღაურებელი საოჯახო მომსახურებაზე კი ქალები, კაცებთან შედარებით, დღეში 4.9-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3iVjzvH ; https://bit.ly/3W74JQR 

5. მთავრობა 100-ზე მეტი კურორტის გაყიდვას გეგმავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველოში 300-მდე კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი არ ფუნქციონირებს“, ამიტომ მთავრობა გეგმავს, 100-ზე მეტი კურორტი პოტენციალის შესწავლის შემდეგ გასაყიდად გამოიტანოს. ამასთან, იგეგმება ყველაზე პოპულარული საკურორტო ადგილების სრული რეაბილიტაცია-განახლება, რისთვისაც მთავრობამ ბიუჯეტში მინიმუმ 200 მილიონი ლარი ჩადო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3VLn3iF ; https://bit.ly/3iTTqNw 

6. კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით 42 განაცხადი შევიდა
2022 წლის 1 ნოემბრიდან, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, განცხადებების მიღება და განხილვა დაიწყო. ამ დროისთვის სულ შევიდა 42 განაცხადი, საიდანაც 6 საქმეზე სააგენტომ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო. მიღებული განცხადებების 60% თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნას წარმოადგენს, ხოლო ყველაზე ცოტა - 2% კი უსამართლო სტანდარტულ პირობებს ასაჩივრებს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3iPIu3B 

7. საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობამ 4.63 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ოფიციალური სავალუტო რეზერვების მოცულობა 700 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 4.63 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3PvH0rL 

8. ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 665 992-მდე გაიზარდა
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 665 992-მდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობის თითქმის 18.0% მიზნობრივ სოციალური დახმარებას იღებს. ნოემბერში სოციალურ შემწეობაზე ბიუჯეტიდან ჯამში 58 მლნ ლარი დაიხარჯა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3W8CHV6 

9. მთავრობის დადგენილება ენერგეტიკის დაფინანსების CFD სქემაზე
მთავრობის ახალი დადგენილების მიხედვით, ენერგეტიკის სექტორის ინვესტორებისთვის ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებებს ჩაანაცვლებს CFD მოდელი, ამ მოდელით, სახელმწიფო არ შევა ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და მასში საკუთარ ფასებს მთავრობას ენერგოსადგურები წარუდგენენ, ხოლო საუკეთესო ფასების მქონე ობიექტები კი შესაბამის დაფინანსებებს მიიღებენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3uGHK3y ; https://bit.ly/3iIEAte 

10. რომელი საგადასახადო შეღავათების გაუქმებას გეგმავს მთავრობა
მთავრობა საგადასახადო შეღავათების გადახედვას გეგმავს, რომელთა ჩამონათვალიც როგორც BMG-მ გამოიკვლია 100-ზე მეტია. ეს საგადასახადო შეღავათები, ძირითადად, კონცენტრირებულია ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობასა და განათლებაში. შეღავათების შედეგად კი, მთავრობამ ბიუჯეტში 2 მლრდ 759 მლნ ლარი ვერ მიიღო.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3VSvRn1 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები