"კრიზისის დროს სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორები განსაკუთრებით ზარალდება. 2008-09 წლებში რუსეთთან ომმა და გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ამ სექტორებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, კერძოდ:
– სამშენებლო სექტორის ბრუნვა წლიურად 12%-ით შემცირდა და აქტივობის აღდგენას 3 წელი დასჭირდა
– სამშენებლო სექტორში დასაქმება წლიურად 28%-ით შემცირდა და აქტივობის აღდგენას 3 წელი დასჭირდა
– აშშ დოლარში გამოხატული ფასები წლიურად 34%-ით შემცირდა, ხოლო, ლარში გამოხატული ფასები წლიურად 27%-ით შემცირდა", – აღნიშნულია მიმოხილვაში.
Galt&Taggart-ი წერს, რომ ყველაზე ცუდ სცენარში, ისინი არ გამოვრიცხავენ ბაზრის კორექტირებას 2008-09 წლების მსგავსი სცენარით.
"თუმცა, 2008 წელს უძრავი ქონების ბაზარზე სხვა მდგომარეობა იყო - ძალიან მაღალი ფასები უძრავი ქონების „ბუშტის“ არსებობაზე მიანიშნებდა. 2009-19 წლებში კი უძრავი ქონების ფასები სტაბილურია, რაც ბაზრის სიჯანსაღეზე მიუთითებს", – წერია მიმოხილვაში.




























