„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტს მისი მანდატის გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართა. მან ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ მისი კოლეგებიც ასე მოიქცევიან.
„ოპოზიციონერ კოლეგებთან ვერ მქონდა კონსულტაცია, რადგან მთელი დღე აქ ვარ, თქვენთან ერთად. მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ. ჩემი განცხადება უკვე რეგისტრირებულია პარლამენტში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, დღეს, პარლამენტმა, სადაც მარტო “ოცნების” დეპუტატები არიან, 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.




























