ექსპერტის აზრით, ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესის ამოქმედება შედარებით რბილად, რამდენიმე წელზე გათვლილი გეგმის მიხედვით უნდა მომხდარიყო.
“ბოლო დროინდელმა რეგულაციებმა და გამკაცრებულმა სასესხო პირობებმა მოსახლეობის ნაწილისთვის რიგ საბანკო პროდუქტებზე წვდომა მკვეთრად შეამცირა. ამაზე გადასვლა უნდა მომხდარიყო უფრო რბილად; ხელისუფლებას უნდა შეემუშავებინა რამდენიმეწლიანი გეგმა, რადგან დაზარალდნენ როგორც დეველოპერული კომპანიები, ისე - მომხმარებლები. თუ იპოთეკური სესხების დამტკიცება მომხმარებლებისთვის შემცირდა 50%-ით, ჩემთვისაც, დეველოპერისთვისაც გაყიდვებმა 50%-ით იკლო. რა გამოვიდა - გავამკაცრეთ სასეხო პირობები და უი, ეს რა მოხდაო და მოდი, ახლა შევარბილოთ“, ეს უკვე რაღაც არაორგანიზებულ ცვლილებებს ემსგავსება“, - აცხადებს უძრავი ქონების შოთა გუჯაბიძე.
ამასთან, ექსპერტი ამბობს, რომ რეგულაციებთან ერთად, უძრავი ქონების ბაზარზე ნეგატიურად აისახა ლარის კურსის გაუფასურებაც, რამაც მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა შეამცირა. თავის მხრივ, დეველოპერებსაც გაუძვირდათ მშენებლობის ხარჯები.
"მოკლედ, ბევრი ნაბიჯი შეიძლება სწორია, მაგრამ გადადგმული არის არასწორად, არასრულყოფილად. ჩვენ ახლა ვიწყებთ საბაზრო ეკონომიკაზე შეჩვევას, თემა - „ბაზარი დაარეგულირებს“ , ჩვენთან ჯერ კიდევ ისე კარგად არ ჭრის, რადგან სანამ ბაზარი დაარეგულირებს, ჯერ უნდა დაგვირეგულიროს ძალიან კარგად კანონმდებლობამ, სტანდარტებმა და ნორმებმა“, - აცხადებს უძრავი ქონების ექსპერტი შოთა გუჯაბიძე.