მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გავსწორდით წელში. ეს არის რეალური შედეგი, რასაც იმსახურებს საქართველო - ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შთამბეჭდავს უწოდებს "გამარჯვებას", რომელიც მისი თქმით, მმართველმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მოიპოვა. ამის შესახებ მან პარტიის სათავო ოფისში გამოსვლისას განაცხადა.

ის თვითმმართველობის არჩევნებში მიღებულ შედეგს "წელში გასწორებას" უწოდებს და ქართული საზოგადოების სახელით აცხადებს, რომ ამგვარად საქართველო, ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც "თანამედროვე დაპყრობის მეთოდი - აგენტურა ქვეყნიდან გაისტუმრა".

"მართლა შთამბეჭდავია გამარჯვება, გილოცავთ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ჩვენს ყველა ამომრჩეველს. საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საერთოდ გავსწორდით წელში. ეს არის რეალური შედეგი, რასაც იმსახურებს საქართველო და ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა, ამით ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს წინაპარს, ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი, რაღაც დროს, რაღაც სიტუაციაში ჩვენ დავიკარგეთ, მაგრამ ჩვენ ვიკრებთ ძალას და ჩვენ აუცილებლად ღირსეულ ადგილს დავიჭერთ მსოფლიოში.

ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი - თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა დაკარგეს სუვერენიტეტი, ვინც ერკვევით პოლიტიკაში, მე არ ჩამოთვლი და არც არის საჭირო, ალბათ მოგეხსენებათ, რომელი ქვეყნები იგულისხმება ამ ქვეყნებში, ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფაში და მიაქანებენ კატასტროფაში საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი. ეს გახლავთ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ცივილიზებული, ყველაზე ძლიერი სახელმწიფოები დააჩოქეს, უნგრევენ ეკონომიკას და საზოგადოებებს, საშინელი დაპირისპირებებია, ერების აღრევა ერთმანეთში და ასეთი გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს.

ქართველი ერის ნიჭიერება ჩვენ უკვე ვაჩვენეთ. ერთადერთი სახელმწიფოა, ერთადერთი სახელმწიფოა საქართველო, რომელმაც მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა. 2012 წელს ჩვენ დავძლიეთ და გავისტუმრეთ ყველაზე ბოროტი ძალა, ვინც ამას უდგას და ვინც ზურგს უმაგრებდა, თავში ყველას გვეგონა, რომ „ნუ რა გახდა ეს ნაციონალური მოძრაობა“. არაფერი არაა ეს ნაციონალური მოძრაობა, მათ უკან დგას ძალიან დიდი ბოროტი ძალა და ვინც პოლიტიკაში გაცნობიერებულია რა ძალები უჭერენ მხარს და რა ხდება დღეს მსოფლიოში. ამაზე გავჩერდები.

უნიჭიერესი ერი და ხალხი ვართ და ჩვენ ეს დავამტკიცეთ, ვინც მოახერხა დაპყრობილი, გარედან მართული, უდიდესი ძალით, ჩვენი ერთობით გავისტუმრეთ და ნელ-ნელა ვიბრუნებთ სუვერენიტეტს.

დღეს გარწმუნებთ, ვისაც სამშობლოს სიყვარული შერჩა მსოფლიოში, შეიძლება საქართველოს ყველაზე დიდი შური აქვთ, რადგან ყველაზე მაგრად ვდგავართ და ვიჭერთ სიტუაციას, ასეც უნდა იყოს. მხოლოდ თქვენზე გადის გზა... მხოლოდ საზოგადოებაზე. იმას აკეთებენ, რომ როგორმე გაგვასულელონ, როგორმე გაგვაგიჟონ, როგორმე გამოვიდეთ ისეთი მასა, რომ ხელისუფლება ვეღარ შევინარჩუნოთ და უკან უკვე დგანან. დღესაც მცდელობა აქვთ რამე გააკეთონ, მათ არჩევნები კატასტროფულად წააგეს და მცდელობა აქვთ ქუჩიდან რამე გააკეთოს, მაგრამ საბედნიეროდ აქაც ქართველი ხალხის სიბრძნე - როგორ შეიძლება 80% პარტიას მხარს უჭერდეს და 10 000-მა კაცმა გადატრიალება მოახდინოს. გილოცავთ, ძალიან დიდი მადლობა ქართველ ამომრჩეველს და საზოგადოებას", - განაცხადა ივანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები