მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიზეზები, რატომ არ შეხვდა ივანიშვილი ამერიკელ სენატორებს მათ უშუალოდ განემარტათ - კობახიძე

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიზეზები თუ რატომ არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილი ამერიკელ სენატორებს, მათ უშუალოდ განემარტათ. ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან სენატორებთან შეხვედრაზე უარის შესახებ გაკეთებულ ჯინ შაჰინის განცხადებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს დამოკიდებულია თავად ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკელ პარტნიორებზე.

„ძალიან მკაფიოდ განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიზეზები და ეს მიზეზები უშუალოდ განემარტათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად შეიძლება გახდეს ეს განმარტება საჯარო, ეს არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილზე, ეს დამოკიდებულია ჩვენს ამერიკელ პარტნიორებზე. თუ დადგება დღის წესრიგში ამის გასაჯაროება, შესაბამისი მხარეები მიიღებენ ამის გადაწყვეტილებას,“- განაცხადა პრემიერმა.

შაჰინის განცხადებით, ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა - „ის ქვეყანაში ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღებია“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები