მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია - განათლების სამინისტროს დაევალა, რომ სექტემბრისთვის სკოლებში ნორმალური სველი წერტილი იყოს

5ed139d4d659c
BM.GE
29.05.20 20:33
1263
სველი წერტილები სკოლებში სერიოზული პრობლემაა და მაშინ, როდესაც სკოლაში სწავლა შეწყდა, 4 მარტიდან, განათლების სამინისტროს დაევალა და ისინი მიყვებიან, რომ სექტემბრისთვის ყველა სკოლაში ნორმალური სველი წერტილი იყოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.

პრემიერი ოპოზიციას მშენებარე და კაპიტალურად გარემონტებული სკოლების სტატისტიკის მიწოდებას დაპირდა.

„აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს სველი წერტილები ჩვენ აშენებული არ დაგვხვედრია და არ დაგვინგრევია. რაც შეეხება სკოლების რემონტს, წერილობით სტატისტიკასაც მოგაწვდით, უბრალოდ არ მინდა ახლა აქ დრო დავხარჯო, რამდენი ახალი სკოლა შენდება და რამდენს უტარდება კაპიტალური რემონტი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები