მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარია - საქართველო ერთ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა

5ece9e686a1ac
BM.GE
27.05.20 21:06
696
დღეს საქართველო ბიუროკრატიული ხარჯების სიმცირით მსოფლიოში მე-2 ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას ეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც საქართველო პირველ ადგილზეც იყო.

„300 მილიონიც რომ ჩამოვაჭერით, კრიზისი რომ არ ყოფილიყო, ვერ ჩამოვაჭრიდით და გეტყვით, რატომ. ამ ხარჯების შემდგომი შემცირება პირდაპირპროპორციულია და დამოკიდებულია ბიუროკრატიის ხარისხზე. ახლა პირიქით პროცესი უნდა წავიდეს, შეიძლება ვიდავოთ ფიზიკურ რაოდენობაზე, მაგრამ ერთ სულ მოსახლეზე ბიუროკრატიული ხარჯებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო დღეს არის მე-2 ადგილზე მსოფლიოში. პოლიტიკური მოტივი გავიგე, აშკარაა, კარგი თემაა, მეც ასე მოვიქცეოდი თქვენს ადგილას, ალბათ, მაგრამ ამის უკან შინაარსი არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები