მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია: 2020 წელს 70 წელზე ხანდაზმულ პენსიონერებს პენსია 50 ლარით გაეზრდებათ

5d91b9fa69d36
შოთა ტყეშელაშვილი
30.09.19 12:14
13284
საარჩევნო წელს მთავრობა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ საპენსიო ზრდას აანონსებს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ 2020 წელს ყველა პენსიონერს პენსია 20 ლარით, ხოლო 2020 წლის პირველი ივლისიდან 70 წელზე უფროს პენსიონერებს პენსია დამატებით 30 ლარით, ანუ ჯამურად 50 ლარით გაეზრდებათ.

"2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა პენსიონერისთვის, ასევე 18 წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, 20 ლარით პენსიის ზრდა, გარდა ამისა – 2020 წლის პირველი ივლისიდან, ასევე 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მიმდინარე მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები