მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია: მზადდება ახალი ღონისძიებები ბიზნესის და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერისთვის

5fa57d1e45009
თამთა ჯიჯავაძე
06.11.20 20:45
797
გამოწვევები იქნება მართლაც სერიოზული, განსაკუთრებით წლის ბოლომდე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მზადდება ახალი ღონისძიებები როგორც ბიზნესის მხარდაჭერის, ასევე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

„ვმუშაობთ აქტიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენ გვესმის, რომ წელი იქნება საკმაოდ რთული, თუმცა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ რეგიონში სხვებთან შედარებით უკეთესად გავიაროთ და შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალი“, – აღნიშნა გახარიამ.

მისივე თქმით, ის ნაბიჯები და ღონისძიებები, რაც მთავრობამ უკვე გადადგა ბიზნესის და მოქალაქეების მხარდასაჭერად, ნათელია, რომ საკმარისი არ არის, ამიტომაც მზადდება ახალი ღონისძიებები.

„აქვე მინდა დავამშვიდო ბიზნესი და ვთქვა, რომ სისტემური, საერთო, ქვეყნის მასშტაბით „ლოქდაუნები“ არ იქნება. იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს. ეს შეიძლება იყოს რამდენიმე მსხვილი ქალაქი, მაგრამ ეს იქნება დროებითი და პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით“, – განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები