მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გახარია: "გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენს"

5fa702c8b438b
BM.GE
08.11.20 00:22
1128
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, - ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„ქართველი ხალხის სახელით გამარჯვებას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს და საქართველოს დიდი ხნის მეგობარ ჯო ბაიდენსა და ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, - აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენმა არჩევნებში გაიმარჯვა და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. ვიცეპრეზიდენტის პოსტს კი კამილა ჰარისი დაიკავებს, რომელიც ამერიკის ისტორიაში პირველი ფერადკანიანი ქალი ვიცეპრეზიდენტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები