მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წმინდა მოგებიდან 2024 წლის ბიუჯეტში დივიდენდის სახით ₾50 მლნ მიიმართა - ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრი

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წმინდა მოგებიდან დივიდენდის სახით 2024 წლის ბიუჯეტში მიგვემართა 50 მილიონი ლარი - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის ძირითადი პარამეტრების შესრულების ანგარიშში სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ნაწილში წერია, რომლითაც ლაშა ხუციშვილი 21 თებერვალს პარლამენტის წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატით წარდგება.

სახელმწიფო საწარმოებზე საუბრისას ფინანსთა მინისტრი თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო საწარმოები ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ და დადებითი ტენდენციების მიუხედავად ეკონომიკური შოკების მიმართ საწარმოები მოწყვლადები რჩებიან.

„ეს სექტორი ჩვენი ეკონომიკის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, თუმცა ეკონომიკური და ფინანსური კუთხით, მათი პოტენციალის რეალიზება უფრო ეფექტურად არის განსახორციელებელი. რეფორმის მთავარი მიზანია, რომ ეს საწარმოები გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელი და ბიუჯეტსა და ეკონომიკაში დადებითი წვლილის შემტანი. ბოლო ორი წელია საწარმოების ფინანსური შედეგები დადებითი ტენდენციით ხასიათდება. 2022 წელს საწარმოების წმინდა მოგებამ, ჯამურად, 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

2023 წლის ზუსტი შედეგები აუდიტისარებული ანგარიშგებების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ხელმისაწვდომი, თუმცა 2023 წელიც დადებითი ტენდენციით ხასიათდებოდა. დადებითმა ტენდენციამ შესაძლებლობა მოგვცა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წმინდა მოგებიდან დივიდენდის სახით 2024 წლის ბიუჯეტში მიგვემართა 50 მილიონი ლარი. მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, საწარმოები კვლავ მოწყვლადი რჩებიან ეკონომიკური შოკების მიმართ. ახლა უმთავრესი ამოცანაა ეს პოზიტიური ტენდენცია გავხადოთ შენარჩუნებადი“, - აღნიშნულია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები