Gazprom-ის ხელმძღვანელის ალექსეი მილერის ინფორმაციით, მიმდინარე წელს რუსეთი ჩინეთსა და უნგრეთს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის. ჩინეთისთვის დამატებითი გაზის მოცულობა 600 მლნ კუბური მეტრი, ხოლო უნგრეთისთვის 1.3 მილიარდი მ³ იქნება. მილერის ინფორმაციითვე, მათი გეგმით წელს ჩინეთისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა 22 მილიარდ მ³ მიაღწევს. დღეის მდგომარეობით ჩინეთი Gazprom-გან გაზს ციმბირის გაზსადენიდან იღებს.
გაზსადენი, რომელიც მსოფლიოში გაზის უდიდეს ექსპორტიორს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან აკავშირებს, 2019 წელს გაიხსნა. მან 30 წლის განმავლობაში ჩინეთს ყოველწლიურად 38 მილიარდ კუბური მეტრი გაზი უნდა მიაწოდოს. Gazprom-ის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ სანქციების მიუხედავად, კომპანია ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.