სამუშაო ძალის შემცირებიდან 1 წლის შემდეგ PayPal-მა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კომპანია სამსახურიდან 2 500 ადამიანს (გლობალური სამუშაო ძალის 9%-ს) სამსახურიდან დაითხოვს - ამის შესახებ PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექს კრისი თავად აცხადებს.
ციფრული გადახდების სექტორში ერთ დროს წამყვანი კომპანია ბოლო პერიოდში გაზრდილ წნეხს განიცდის ისეთი კომპანიებისგან, როგორებიცაა Apple, Zelle და Block. თავად ალექს კრისმაც PayPal-ი გასულ წელს სწორედ ამ კონკურენციის დასაძლევად შეიძინა. კომპანიის ინვესტორები იმედოვნებდნენ, რომ ახალი CEO აქციებზე ფასების აწევაში დაეხმარებოდათ, რომლებიც 12 თვის განმავლობაში 20%-ით დაეცა.
Layoffs.fyi-ის ვებსაიტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში ციფრულმა სექტორმა 260 000 თანამშრომელი დაკარგა. გასულ წელს შემცირებების ტალღა დაიწყო უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებშიც, როგორებიცაა Meta, Amazon, Microsoft, Google და სხვა.