მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[გაზსაცავი] უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია, თუმცა ეკონომიკური სარგებელი ვერ მოჰქონდა - გიორგი კაკაურიძე

მილსადენი გაზსადენი ბუნევრივი აირი ნავთობისა და გაზის კორპორაცია GOGC

სამგორში გაზსაცავი მისი ეკონომიკურად მცირე სარგებლის გამო არ აშენდა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

კაკაურიძე ამბობს, რომ გაზსაცავის მშენებლობა უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია, რაც არსებითაც განსხვავდება ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის 2023 წლის გასულ წელს გაკეთებული განცხადებისგან.

მიქაუტაძემ მაშინ თქვა, რომ გაზსაცავის პროექტისთვის შერჩეული ადგილი სამგორში მშენებლობისთვის შესაფერისი არ არის, რადგან სეისმურად აქტიური ზონაა.

" გაზსაცავის ასაშენებლად სესხი პანდემიამდე რამდენიმე წლით ადრე იყო გამოყოფილი. თუმცა, პროექტი არ დაწყებულა, რადგან მისი ეკონომიკური მოგებიანობა არ იყო მაღალი. უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია, თუმცა ეკონომიკური სარგებელი ვერ მოჰქონდა. ამიტომ, ეს თემა გაჩერებული იყო და შემდგომში უკვე ამ პროექტისთვის გამოყოფილი რესურსი რატიფიცირებით და ხელშეკრულებაში ცვლილებებით გამოყენებული იქნა სხვა საჭიროებების დასაფინანსებლად. ანუ, ამ გაზსაცავის ფული სულ რაღაც 30 მლნ აქვს დარჩენილი კორპორაციას და თუ გაზსაცავი გადაწყდა, 30 მლნ არაფერში საკმარისი არ იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა [KFW] სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ტერიტორიაზე გაზსაცავის მშენებლობისთვის 150 მილიონი ევრო გამოყო, საიდანაც 2022 წელს 120 მილიონი მთავრობამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის დახარჯა. პროექტის თავდაპირველი ვერსიით გაზსაცავში 300 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზის შენახვა უნდა ყოფილიყო შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები