მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგი ქელბაქიანი: “სამშენებლო ინდუსტრია საჭიროებს რეფორმას”

62b447dfd4b9b
ნინი ლონგურაშვილი
23.06.22 15:15
1843
"ჩვენი ახალი სახელწოდება - „რეფორმა“ გულისხმობს როგორც ჩვენი კომპანიის რე-ფორმირებას, ასევე, ამაში დევს მთელი ინდუსტრიის რეფორმირების კონცეფცია იმ მრავალი გამოწვევის ფონზე, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენს გვაქვს ამბიცია, რომ ამ პროცესის ავანგარდში ვიყოთ“, - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში გეგი ქელბაქიანმა, კომპანია „რეფორმას“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

"რებრენდინგი არ გაგვიკეთებია მხოლოდ სახელის ცვლილებისთვის. ეს წლების მანძილზე მზადდებოდა და რებრენდინგი ლოგიკურად მოიტანა იმან, რომ ჩვენ კომპანიის შიგნით გავიაზრეთ და გადავწყვიტეთ კომპანიის ახალ საფეხურზე აყვანა. ზოგადად, განვითარება ხდება ასე - ბაზარი გკარნახობს განვითარებას, ან ხვდები, რომ ბაზარზე პრობლემაა და რაღაც ახალს პოულობ. ჩვენ წავედით იმ გზით, რომ ბაზარზე დავინახეთ ბევრი გამოწვევა და “რეფორმა” სწორედ ამიტომ დავარქვით, - კონცეფციაში არამხოლოდ ჩვენი საკუთარი რეფორმირება არის აქცენტირებული, არამედ ზოგადად, სამშენებლო ინდუსტრიის რეფორმირების საჭიროება ჩანს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამ პროცესის ავანგარდში ვიყოთ", - ამბობს გეგი ქელბაქიანი.

მისი თქმით, სამშენებლო სექტორი დღეს მძიმე მდგომარეობაშია, გამოწვევებს კი ინდუსტრია ვერ პასუხობს.

"დღეს ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაშია, პრაქტიკულად, ყველა მხრიდან არის გამოწვევა, რომელზე პასუხის გაცემაც, სამწუხაროდ, ინდუსტრიის დონეზე შეუძლებელია. პირველ რიგში, ეს არის ინფლაცია და ფასების ზრდა. ასევე, ინდუსტრიაში პრობლემატურია მუშახელი. ერთის მხრივ, ძალიან კარგია, რომ ევროპის ბაზარი გაიხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტები, სამწუხაროდ, წავიდნენ ევროპაში გაცილებით მაღალი ანაზღაურების გამო. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან დაეტყო ჩვენ სექტორს", - აღნიშნა „რეფორმას“ გენერალურმა დირექტორმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები