მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

₾3.9 მილიარდის საპენსიო დანაზოგებიდან ₾2.9 მილიარდი მაღალრისკიან პორტფელში განთავსდა

საპენსიო სააგენტო

საქართველოს საპენსიო სააგენტომ აგვისტოს თვის საინვესტიციო საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. 7 აგვისტოს, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონის შესაბამისად, განხორციელდა დაგროვილი საპენსიო აქტივების რეალოკაცია სამ განსხვავებულ რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში. მთლიანი პორტფელის - 3.9 მილიარდი ლარის, უდიდესი ნაწილი მაღალრისკიან (დინამიურ) საინვესტიციო პორტფელში განთავსდა. ეს არის დანაზოგები, რომლებიც საპენსიო სისტემაში მონაწილე 40 წლამდე პირების ანგარიშებს ასახავს.

კანონის შესაბამისად, საპენსიო სისტემის მონაწილე 40-50 წლის პირთა დანაზოგები საშუალორისკიან (დაბალანსებულ) საინვესტიციო პორტფელში განთავსდა. ამ თანხის მოცულობა ამჟამად 582 მილიონ ლარს შეადგენს.

50 წელზე ასაკოვანი პირების საპენსიო დანაზოგები კი ნაკლებრისკიან (კონსერვატიულ) საინვესტიციო პორტფელში განთავსდა. ამ პორტფელის ზომამ 329 მილიონი ლარი შეადგინა.

როგორც ცნობილია საქართველოს პარლამენტი გეგმავს ცვლილებების მიღებას, რომლის შედეგადაც ავტომატურად მოქალაქეთა დანაზოგები მაღალრისკიანის ნაცვლად დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება. ჯერჯერობით პორტფელების შემადგენლობებს შორის სხვაობა არაა, რადგანაც საპენსიო სააგენტოს შესაბამისი აქტივების შესყიდვები არ დაუწყია. მთლიანი დანაზოგების უდიდესი ნაწილი კვლავ სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული. 

რა სხვაობაა საინვესტიციო პორტფელებს შორის - კანონით განსაზღვრული ლიმიტები:

ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი  (სულ მცირე 5-წლიანი საინვესტიციო ჰორიზონტით)

ლიმიტი

ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები)

75%-მდე

სასესხო ფასიანი ქაღალდები

100%-მდე

წილობრივი ფასიანი ქაღალდები

20%-მდე

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები

20%-მდე

საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი  (საინვესტიციო ჰორიზონტი ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელზე მეტი)

ლიმიტი

ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები)

50%-მდე

სასესხო ფასიანი ქაღალდები

75%-მდე

წილობრივი ფასიანი ქაღალდები

20%-დან 40%-მდე

სხვა აქტივები

10%-მდე

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები

40%-მდე

მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი  (საინვესტიციო ჰორიზონტი საშუალორისკიან პორტფელზე მეტი)

ლიმიტი

ფულადი სახსრები და დეპოზიტები (მათ შორის, საბანკო სადეპოზიტო სერტიფიკატები)

25%-მდე

სასესხო ფასიანი ქაღალდები

50%-მდე

წილობრივი ფასიანი ქაღალდები

40%-დან 60%-მდე

სხვა აქტივები

10%-მდე

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივები

60%-მდე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები