მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

General Motors-ი რუსეთში ავტომობილების ექსპორტს აჩერებს

621db366c29d6
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.22 09:55
567
ამერიკული კომპანია General Motors-მა რუსეთში ავტომობილების ექსპორტი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ FOX Business-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის ექსპორტის წლიური მოცულობა 3 000 ავტომობილს შეადგენდა.

„ჩვენ ფიქრებით ახლა უკრაინელ ხალხთან ვართ. სიცოცხლის დაკარგვა ტრაგედიაა და ჩვენი მთავარი საზრუნავი რეგიონში ხალხის უსაფრთხოებაა“, - ნათქვამია ავტომწარმოებლის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები