რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახალი განკარგულებით, რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია იმ უძრავი და მოძრავი ქონებისა თუ კაპიტალის ექსპროპრიაცია მოახდინოს, რომელიც ამერიკულ კომპანიებსა და მოქალაქეებს ეკუთვნით, მაგრამ რუსეთში მდებარეობს ან რუსეთში არის რეგისტრირებული.
ამ გზით მოპოვებულ ქონებას რუსეთის ფედერაცია იმ აქტივების კომპენსაციისთვის გამოიყენებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს დასავლეთში წაართვეს. ამ ეტაპზე, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთთან დაკავშირებული $300 მილიარდის ღირებულების აქტივები გაყინეს, მაგრამ დაახლოებით ამ ღირებულების დასავლური აქტივები შეინიშნება რუსეთის ფედერაციაშიც და ახლა, რუსეთის ფედერაცია მათზე წვდომას მიიღებს.