მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენერალურ აუდიტორს ახალი მოადგილეები ჰყავს

6436833a0a997
BM.GE
12.04.23 14:11
10703
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს, ცოტნე ყავლაშვილს ახალი მოადგილეები ჰყავს. ამ პოსტზე სოფიო დვალიშვილი და ზაზა შეყილაძე დაინიშნენ. სოფიო დვალიშვილი ეფექტიანობის, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სექტორისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტების მიმართულებას კურირებს. ის ამასთანავე პარლამენტთან ურთიერთობაზე იქნება პასუხისმგებელი. ხოლო ზაზა შეყილაძე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტს, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტსა და აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების აუდიტის დეპარტამენტებს კურირებს. 

ზაზა შეყილაძე

"გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნა 2023 წლის 11 აპრილს. მანამდე ხელმძღვანელობდა სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტს (2014-2023). 2002-2008 წლებში კი, მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში (კონტროლის პალატაში) მთავარ კონტროლიორის თანამდებობა ეკავა.

2008-2014 წლებში, საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, სადაც სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობდა. აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.1994 -19996 წლებში, ის სს „აგრომრეწვბანკის“ ყვარლის განყოფილების მმართველი იყო, 1996–2000 წლებში კი, სს „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გურჯაანის რეგიონალურ ფილიალს ხელმძღვანელობდა.

სოფიო დვალიშვილი

გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნა 2023 წლის 11 აპრილს. მანამდე ხელმძღვანელობდა თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტს (2018-2023), იყო ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2016-2018).

2014-2016 წლებში, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტში ჯერ აუდიტორის, შემდეგ კი უფროსი, წამყვანი და მთავარი აუდიტორის პოზიციები ეკავა. 2012-2014 წლებში კი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტში, აუდიტორ-ასისტენტად მუშაობდა.

2011 წლიდან სოფიო დვალიშვილი აქტიურადაა ჩართული სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარტნიორი ორგანიზაციების (შვედეთის ეროვნული აუდიტის ოფისი (NAO), GIZ, USAID, World Bank) ერთობლივ პროექტებში. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი საჯარო აუდიტის სხვადასხვა საკითხზე როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში, მონტენეგროსა და კორეაში,"- ნათქვამია აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.